ახალი ამბები
ქუთაისის მერია ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტს საკრებულოში წარსადგენად ამზადებს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე  უკვე მუშაობს.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ირაკლი ავალიანის თქმით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შესატანად, სავარაუდოდ,  ნოემბრის დასაწყისში იქნება მზად.

მისივე განმარტებით, მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები უცვლელი რჩება.

"მთავრი პრიორიტეტები იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურული სფერო, როგორც ადრე. პროექტს საკრებულოში,  ალბათ,  ნოემბრის დასაწყისში შევიტანთ",-აცხადებს ირაკლი ავალიანი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

რაც შეეხება,  ბიუჯეტის პარამეტრებს, მისი თქმით, მერია ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

მიმდინარე წლის ბიუჯეტი ადგლობრივმა თვითმმართველობამ  გასული წლის 18 დეკემბერს დაატკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა მაშინ  50 597 500 ლარით განისაზღვრა.

Print