ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში "ნაციონალების" სამივე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
FaceBook

ქუთაისში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები არჩევნების მეორე ტურში მონაწილებას მიიღებენ.


ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთასის მაჟორიტარობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

"მეორე ტურში გადაწყდება მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას. მმართველმა პარტიამ დაანონსა , რომ პარლამენტში პირველივე საკითხი განიხილება უნდა დარჩეს თუ არა ქუთაისს პარლამენტი, თუ ის უნდა გადავიდეს თბილისში. ხალხის გადასაწყვეტია ვის მიანიჭებს საკონსტიტუციო უმრავლესობას" -  ამბობს აკაკი ბობოხიძე.

მისი თქმით,  არჩევნების მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" სამივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, (გია თევდორაძე, გიგი წერეთელი) მიიღებს მონაწილებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურის თარიღს 27 ოქტომბერს დაასახელებს.

 

Print