ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტურის თარიღი არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა გახდება ცნობილი
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურის თარიღს 27 ოქტომბერს დაასახელებს.

ამის შესასხებ ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური, კანონმდებლობის თანახმად პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას ინიშნება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, რომ პროპორციული არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა," - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს სპიკერის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია და ნებისმიერი მსურველისთვის ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge ხელმისაწვდომია.

კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბერია.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

არსებული წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 50 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა ცესკოში აცხადებენ,რომ საბოლოო მონაცემები კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. 




Print