ახალი ამბები
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 28 ახალი საჩივარი შევიდა
FaceBook
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში იმდენივე ახალი საჩივარი შევიდა, რამდენიც კენჭისყრის დღეს დაიწერა.

კომისია  მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კიდევ 28 საჩივარს დღის მეორე ნახევარში განიხილავს.

საჩივრები, უბნებზე მომხდარ დარღვევებთან და პროცედურულ გადაცდომებთან დაკავშირებით, ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ("საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნები") და სამმა პოლიტიკურმა პარტიამ ("ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა", " საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და "ნაციონალური მოძრობა") დაწერა.

საოლქო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ია იაშვილის ინფორმაციით, საჩივრების ავტორები, უმრავლეს შემთხვევაში, ბათილად ცნობილი ბიულეტინების განმეორებით დათვლას და შემაჯამებელი ოქმების გახსნას ითხოვენ.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის #59 ოლქის 128 უბანზე 28 საჩივარი დაიწერა, რომელთა განხილვა საოქლო საარჩევნო კომისიამ დაასრულა.

განხილვის შედეგად, საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და წევრებს, შენიშვნა და გაფრთხილება გამოეცხადათ.

Print