ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რექტორის შეხვედრა დაიწყო
FaceBook
წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებსა და რექტორს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
სტუდენტები ჟურნალისტიკის, როგორც მიმართულების გაუქმებას და ცალკე პროფესიად გამოყოფას ითხოვენ.

უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ სტუდენტების მხრიდან დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, მათ მოთხოვნას გაითვალისწინებს.

"პროგრამა უნდა განვიხილოთ, როგორც ცოცხალი, დინამიურად განვითარებული მექანიზმი. თუ პროგრამის განვითარება და პერსპექტივა ამას მოითხოვს, ძეხორციელი ვერ დაუდგება წინ. მე არ ვარ ის ხელმძღვანელი, რომელიც ვინმეს განვითარებას აჩერებს და აფერხებს, მაგრამ სტუდენტების მოლოდინები და სურვილები ერთია და მეორე არის თვითონ ფალულტეტს რა ხედვები და მისწრაფები აქვს. ფაკულტეტმა უნდა გადაწყვიტოს და აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ სტუდენტები მიიღებენ იმ განათლებას, რომელიც მათი პროფესიისათვის არის საჭირო", – ამბობს გიორგი ღავთაძე.

ჟურნალისტიკის სპეციალობა 2011 წელს, წერეთლის უნივერისტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობის აკრედიტაციის შედეგად, ბიზნესის, სმართლისა და სოციალურ მეცნიერებების ფაკულტეტთან გაერთიანდა.
ამ დრომდე ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებებთან ერთად ფუნქციონირებს.




Print