ახალი ამბები
გზა ლევილისკენ - საჯარო ლექცია წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის საჯარო ლექცია გაიმართა.


"ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა" – ამ საკითხზე საჯარო ლექცია მომხსენებლის პირდაპირი ჩართვით განხორციელდა.

სახელმწიფო მინისტრმა საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებული ლევილის მამულების დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მიმდინარე წლის 23 სექტემბერს უმნიშვენელოვანეს აქტს მოვაწერეთ ხელი, რომლის მიხედვითაც, ისტორიული მიწა საქართველოს დაუბრუნდა. ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხანი გაგრძელდა. თუმცა, შედეგი მიღწეულია," - განაცხადა გელა დუმბაძემ.

შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტში არსებული "ამერიკის შეწავლის ცენტრის" მიერ იყო ორგანიზებული.

"მნიშვენელოვანი არის ის ფაქტრი, რომ ეს მამული დავიბრუნეთ. ეს ამბავი ისტორიას უნდა დარჩეს და ამასთანავე, აუცილებელია ახლანდელმა თაობამ ამის შესახებ მეტი გაიგოს," - განაცხადა წერეთლის უნივერისტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.

ლევილის მამული საფრანგეთში, პარიზიდან 37 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

1921 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთის არიმიის ნაწილი თბილისში შემოვიდა, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და ბათუმიდან საფრანგეთში წასულიყო.

ემიგრაციაში მყოფმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლევილში, პატარა მამული შეიძინეს.

 


 

Print