ახალი ამბები
სახალხო დამცველი ტყიბულში მეშახტის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას აკეთებს
FaceBook
სახალხო დამცველი ტყიბულის მაღაროში მეშახტის გარდაცვალების ფატქს შრომის უსაფრთხოების პრობლემებს უკავშირებს.

"ტყიბულის მაღაროში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს. მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია, რომლითაც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების ეფექტური მონიტორინგი განხორციელდება. აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი შრომის ინსპექციის მეშვეობით, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას. აუცილებელია საქართველოს მთავრობამ დაიწყოს შრომის უფლების ერთ–ერთი მთავარი კომპონენტის – დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N81 კონვენციის რატიფიცირების პროცესი,"- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მაღაროელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

2016 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს მორიგეობის შეცვლის დროს შახტის მე-6 უბნის ვენტილაციისა და უსაფრთხოების უბნის ცვლის უფროსი თეიმურაზ  კაკაურიძე გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით მიმდინარეობს (სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). 

Print