ახალი ამბები
11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა
FaceBook
11 ოქტომბერს გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ორგანიზაცია ამ დღის აღსანიშნავად, ყოველწლიყურად სხვადასხვა თემას არჩევს.

2016 წლის თემად "გოგონების წინსვლა ნიშნავს მიზნებისკენ წინსვლას: გლობალური მოძრაობა მონაცემებისათვის" შეირჩა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, სქესისა და ასაკის მიხედვით დაყოფილი მონაცემთა ბაზა მსოფლიოში მხოლოდ 50-მდე ქვეყანას გააჩნია. მათვე განცხადებით, მოზარდების შესახებ მონაცემებთან დაკავშირებული ხარვეზები ბევრ სხვადასხვა სფეროშიცაა, რომელთა შორისაა: სიღარიბე, ძალადობა, სიკვდილიანობა ორსულობის პერიოდის გართულებებისა და მშობიარობის შედეგად, განსაკუთრებით, 10-დან 14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. შედეგად, გამოწვევები, რომლებიც ბევრი გოგონას წინაშე დგას, გაუთვალისწინებელი რჩება და საზოგადოების ეს ღირებული ნაწილი თავისი პოტენციალის სრულ რეალიზებას ვერ ახერხებს.

"ყველა მოზარდ გოგონას აქვს უფლება უსაფრთხოდ და წარმატებით მიაღწიოს სრულწლოვანების ასაკს და ისარგებლოს ყველა იმ შესაძლებლობებით, რომელიც მას ეკუთვნის. სწორედ ახლა არის დრო, გამოვიყენოთ ხარისხიანი მონაცემები, როგორც განვითარებისა და მოზარდ გოგონათა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი", - აღნიშნავენ გაეროს მოსახლეობის ფონდში.
Print