ახალი ამბები
ქუთაისის #20-ე უბანზე შედეგების ბათილობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
FaceBook
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, #20-ე უბანზე დამკვირვებლის საჩივარი, უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დააკმაყოფილა.

კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, უბნის ბათილობისთვის საკმარისი საფუძველიარ არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელმა საჩივარში მიუთითა, რომ სამაგიდო სიაში გადასატანი ყუთის მონაცემები არ იყო შეტანილი, რის საფუძველზეც იგი შედგების გაუქმებას ითხოვდა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია ჯამში  28 საჩივარს განიხილავს. 

კომისიის თავმჯდომარის თქმით, საჩივრების დიდი ნაწილი პროცედურულ დარღვევებს ეხება.
Print