ახალი ამბები
რეგისტრატორმა 15 ბიულეტინი ბეჭდის გარეშე გასცა - საჩივრების განხილვა ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიაში
FaceBook
ქუთაისის საოლქო სარჩევნო კომისიამ #52-ე უბნის თავმჯდომარესა და რეგისტრატორს გაფრთხილება მისცა, გადასატანი ყუთის ზედამხედველს კი შენიშვნა გამოუცხადა. როგორც საჩივრის განხილვის დროს გაირკვა, გადასატანი ყუთის ზედამხედველმა 15 ბიულეტინი წაიღო და ყველა მათგანი ბეჭედის გარეშე  იყო. კომისიის წევრებმა დარღვევა მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნიეს, რაც ორ ამომრჩეველს უკვე არჩევანი დაფიქსირებული ჰქონდა.

უბანზე დაბრუნებულებმა მოგვიანებით შეცდომა გამოასწორეს და საჭირო რაოდენობის ბიულეტინები ბეჭდით დამოწმების შემდეგ წაიღეს.

#52-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე ნატო ჩაჩხიანი მომხდარს რეგისტრატორის გამოუცდელობით ხსნის. 

"პირველად იყო კომისიის წევრი და შეეშალა. თან კონკურენტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ადგნენ თავზე და დაიბნა",-აცხადებს ჩაჩხიანი.

კომისიის თავმჯდიმარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, მომხდარში მთავარი შეცდომა რეგისტრატორმა დაუშვა, რომელმაც 15 ბიულეტინი ბეჭდის გარეშე გასცა. 

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ქუთაისის 128 საარჩევნო უბნიდან შესული 28 საჩივარი უნდა განიხილოს.
Print