ახალი ამბები
"ახალგაზრდა ლომი" - მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება ქუთაისელ ფალავანზე
FaceBook
მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება (UWW) ქუთაისელ ზვიად პატარიძეს "ახალგაზრდა ლომად" მოიხსენიებს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, მიმდინარე წლის 8-9 ოქტომბერს ყაზახეთში გამართულ ბოლატ ტორლუხანოვის მემორიალზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქუთაისელმა მძიმეწონოსანმა ფინალურ შეხვედრაში ევროპის 2015 და 2016 წლების ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, ბელარუსიის ნაკრების წევრი იოსებ ჩუგოშვილი 7:0 დაამარცხა.

ზვიად პატარიძე ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე პირველად უფროს ასაკში ასპარეზობდა. აქამდე კი, ახალგაზრდებს შორის ის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელია.

მიმდინარე წლის აგვისტოში ზვიად პატარიძე საფრანგეთის ქალაქ მაიკონში ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ივნისში კი ბუქარესტში ევროპის ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.

ქუთაისის მერიამ გასულ წელს ზვიად პატარიძე წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.








Print