ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელი ჯგუფი გაიხსნა
FaceBook
მესხიშვილის თეატრში აბიტურიენტებს ახალ პროექტს სთავაზობენ.

თეატრში მოსამზადებელი ჯგუფი იმუშავებს, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე მოხვედრის მსურველებს დაეხმარება.

აბიტურიენტებს ხუთი მიმართულებით მოამზადებენ: მეტყველება, პლასტიკა, ვოკალი, სამსახიობო ოსტატობა და ქართული თეატრის ისტორია.

ჯგუფმა მუშაობა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო და როგორც თეატრში აცხადებენ, აბიტურიენტების დიდი უმეტესობა სამსახიობო ფაკულტეტზე მოხვდა.

ამჟამად, მოსამზადებელი ჯგუფი მუშაობას ოქტომბრის ბოლოდან განაახლებს.

სწავლება ფასიანია. ჯგუფს რეჟისორი, გიორგი სიხარულიძე და გიორგი ფხაკაძე უხელმძღვანელებენ.

Print