ახალი ამბები
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას იწყებს
FaceBook
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს 2016 წლის 10 ოქტომბერს განიხილავს.

თუმცა, სხდომის ჩანიშვნის ზუსტი დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისის 128 უბანზე 28 საჩივარი დაიწერა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საჩივრების დიდი ნაწილი პროცედურული ხასიათისაა.

დარღვევები, ძირითადად, საკონტროლო ფურცლის არასწორ შევსებას, უბნის რამდენიმე წუთით დაგვიანებით გახსნას და სხვა მსგავს შემთხვევებს შეეხება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქუთაისში არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე გამოაქვეყნა. სამივე ოლქში პარტია "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. თუმცა, 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა, რის გამოც სამივე ოლქში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.


Print