ახალი ამბები
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია
FaceBook
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია.

საარჩევნო კამონმდებლობის თანახმად, მეორე ტური მაშინ ინიშნება, თუკი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს და 50%-იანი ბარიერს ვერ გადალახავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ,

ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, N47, N48, N49 ოლქებში მაჟორიტარობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50% - იანი ბარიერი ვერ გადალახა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამივე ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

მეორე ტურია მოსალოდნელი იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. ესენია, ჭიათურა, ზესტაფონი და ბაღდათი–ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქები.

"საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან, არაუგვიანეს 25-ე დღისა.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი იღებს მონაწილეობას.

არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

Print