ახალი ამბები
ხარაგაულისა და ჭიათურის გამგებლების შუალედური არჩევნების შედეგები ცნობილია
FaceBook
მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ჭიათურასა და ხარაგეულში გამგებლების ასარჩევად შუალედური არჩევნები გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლად "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ზურაბ კუპატაძე აირჩიეს. მას მხარი ამომრჩეველთა 51%–მა დაუჭირა.

ჭიათურის გამგებლობისთვის კიდევ 4 კანდიდატი იბრძოდა. მათი ხმები ასე გადანაწილდა:

მურმან ბარათაშვილი, "უსუფაშვილი–რესპუბლიკელები" – 12,49%
კონსტანტინე ქვარიანი, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 12,41%
ზურაბ ჩუბინიძე, "ეროვნული ფორუმი" – 12,76%
ზურაბ კაპანაძე, დამოუკიდებელი კანდოდატი – 11,34%

რაც შეეხება ხარაგაულს, აქ გამგებლის პოსტის დასაკავებლად ყველაზე მეტი ხმა 49,87%, "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მიიღო. 

ხარაგაულის გამგებლობისთვის კიდევ 5 კანდიდატი იბრძოდა.

მირზა ინასარიძე, "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" – 6,4%
თამაზი ლომიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"– 23,18%
მიხეილ ჭიპაშვილი, "უსუფაშვილი რესპუბლიკელები" – 11,85%
თეიმურაზ ფცქიალაძე, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 3,09%
უშანგი ბერაძე, "თავისუფალი დემოკრატები" – 5,06%



Print