ახალი ამბები
ქუთაისში 16 უბნის შედეგები დარჩა დასათვლელი
FaceBook
ქუთაისის სამ მაჟორიტარულ ოლქში საბოლოო შედეგები 16 უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

#59-ე ოლქის 128 უბნიდან 112-ის შედეგები  უკვე ცნობილია.

შესაბამისი ოქმები ცესკომ უწყების ოფიციალურ გვერდზეც უკვე ატვირთა.

ბოლო მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა რეიტინგში გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, სამივე ოლქში  კვლავ "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. რეიტინგში მეორე ადგილს კი "ნაციონალური მოძრაობა" იკავებს.

ცესკოს ცნობით, არსებული შედეგების მიხედვით, ქუთაისის სამივე ოლქში (#47; #48; #49) მეორე ტური ჩატარდება.


Print