ახალი ამბები
ჭიათურაში, ზესტაფონსა და ბაღდათი–ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური გაიმართება
FaceBook
იმერეთის რეგიონში #51, #52 და #56 მაჟორიტარულ ოლქებში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ ოლქების ყველა უბნის შედეგები დათვლილია.

შესაბამისად, ჭიათურაში, ზესტაფონსა და ბაღდათი–ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური გაიმართება.

პირველი ტურის შედეგები ამგვარია:

#51 მაჟორიტარული ოლქი ბაღდათი–ხარაგაული:
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", კობა ლურსმანაშვილი – 47,07%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", გიორგი რობაქიძე – 26,4%

ბაღდათი–ხარაგაული მაჟორიტარულ ოლქის მონაცმები სულ 74–დან 73 უბნის მიხედვითაა დათვლილი.
ერთი უბნის მონაცმები ამ დრომდე ცესკოს არ გამოუქვეყნებია.

#52 მაჟორიტარული ოლქი ზესტაფონი:
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", შალვა კიკნაველიძე – 43,94%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ბეჟან ბუცხრიკიძე – 27,92%

#56 მაჟორიტარული ოლქი ჭიათურა:
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", სულხან მახათაძე – 34,35%
"ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები", თეიმურაზ გაფრინდაშვილი – 19,11%

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა 2016 წლის 2 ნოემბერია.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს, არჩეულად კი დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
Print