ახალი ამბები
ქუთაისის სამივე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება
FaceBook

ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, N47, N48, N49 ოლქებში მაჟორიტარობის ვერცერთმა კანდიდატმა 50% - იანი ბარიერი ვერ გადალახა.



უწყებაში აცხადებენ, რომ სამივე ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

"129 საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია, რის ფონზეც მეორე ტური გაიმართება მაჟორიტარულ არჩევნებზე. ციფრებით მანიპულირება არ მიყვარს, როდესაც ყველა ოლქი გადამოწმდება და დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება ციფრებზე მერე ვისაუბრებთ", - აცხადებს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ქუთაისში პარტიებზე პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, ბარიერი ორმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" გადალახა. თუმცა, ზუსტი პროცენტულ მაჩვენებელი, როგორც კომისიაში აცხადებენ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან, ორ კვირაში იდაინიშნება.

 


 

Print