ახალი ამბები
ნატო ქათამაძე ქუთაისის მერიას -"ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებას გილოცავთ"
FaceBook
ქუთაისის #48-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ქათამაძე, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს.

"ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებას გილოცავთ ქ.ქუთაისის მერია (Shota Murgulia), საკრებულო (უმრავლესობის ყველა წევრს) და ქუთაისის "ქართული ოცნება", თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ნაციონალები "გაგეცოცხლებინათ"...
ყოჩაღ, მასე გააგრძელეთ... და როცა, მე-2 ტურში, აკაკი ბობოხიძე მოგიგებთ მაჟორიტარულ არჩევნებს, აი მაშინ დაინახავს პარტია "ქართული ოცნება" რა ბედოვლათი ადგილობრივი ხელისუფლება ჰყავს და ალბათ, მაშინ მაინც "მოგეკითხებათ"...
რაც შეეხება N48 ოლქის ამომრჩევლებს: მაზოხისტები ყოფილხართ და მე ვეღარაფერს გიშველით",-წერს ნატო ქათამაძე სოციალურ ქსელში.

ცეკოს ამ დროის მონაცემებით, "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის #48-ე სამაჟორიტარო ოლქში, ნატო ქათამაძემ ხმების 2,92 % მიიღო.

აღნიშნულ ოლქში მისი კონკურენტები "ქართული ოცნებიდან" დიმიტრი მხეიძე, (43,60%), ხოლო "ნაციონალური მოძრაობიდან" აკაკი ბობოხიძე (28,59%) არიან.

Print