ახალი ამბები
ცესკო-არჩევნების მეორე ტური ძალიან ბევრ ოლქშია მოსალოდნელი
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნების შედეგების დათვლის პროცესში იკვეთება, რომ მეორე ტურია ბევრ ოლქში იქნება საჭირო.

"ვაკვირდებით საერთო სურათს და საძლოა, ძალიან ბევრ ოლქში გაიმართოს მეორე ტური",-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკომ ამ დროისთვის ბოლო მონაცემებიც გამოაქვეყნა.

2344 უბანზე დათვლილი ხმები პარტიებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" -49,92%
"ნაციონალური მოძრაობა" -26, 7%
"პატრიოტთა ალიანსი" -4,88%
"ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები" - 4,13%
"ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველო"- 3,36%

ცესკო საკუთარ გვერდზე უკვე მაჟორიტარული სიის ოქმის შედეგებსაც ტვირთავს.

Print