ახალი ამბები
ცესკომ 423 უბნის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა
FaceBook

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით 423 უბნის მონაცემები გამოაქვეყნა.


პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

შედეგების მიხედვით 53,42%-ით (66642 ხმა) ლიდერობს პარტია "ქართული ოცნება".

24,69% (30807 ხმა) მიიღო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".

მესამე ადგილზეა "პარტიოტთა ალიანსი" 4,66%-ით (5812 ხმა).

4,24% -ის (5286 ხმა) აღება შეძლო "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის".

ხოლო, "ირაკლი ალასანია- თავისუფალმა დემოკრატებმა" 3,21% (3999 ხმა) მიიღეს.

ცესკომ კიდევ 3279 უბნის შედეგები უნდა დაითვალოს.

საქართველოს მასშტაბით სულ 3702 საარჩევნო უბანია გახსნილი.

Print