ახალი ამბები
კახა კალაძე -ჩვენი პარტია გმობს ძალადობას მედიაზე
FaceBook
ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე ისაუბრა.


კალაძეს არ დაუკონკრეტებია იგულისხმა თუ არა მან ქუთაისში #90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტი.

"ბოლო ინფორმაციით, არ არიან იდენტიფიცირებული პირები, რომლებიც დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებს. უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება. ჩვენი პარტია გმობს ნებისმიერ ძალადობას, მით უფრო, როცა საქმე ეხება მედიას. მთლიანობაში, ხმის დათვლის პროცესი წარიმართა მშვიდობიან ვითარებაში",-განაცხადა კალაძემ.

ქუთაისის #90-ე საარჩევნო უბანზე უცნობი პირები შეიჭრნენ და უბანთან მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი წერეთელს და მის მომხრეებს დაუპირისპირდნენ. უცნობებმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს.

აღნიშნულ უბანზე გიგი წერეთლის კონკურენტი "ქართული ოცნების" კანდიდატი კობა ნარჩემაშვილია. წერეთლის თქმით, ნარჩემაშვილმა არჩევნები წააგო და ინციდენტი შედეგების ჩასაშლელად იყო გამიზნული.
Print