ახალი ამბები
შსს -მ ქუთაისის #90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
შსს ქუთაისში #90-ე უბანზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ქუთაისში #90-ე უბანზე მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება დაიწყო. სულხან-საბას გამზირზე მდებარე საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით, ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები დაუპისრისპირდნენ, რა დროსაც დაზიანდა რამდენიმე ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამართალდამცველები. მათ სიტუაციის განმუხტვა შეძლეს, ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საარჩევნო ხმების დათვლის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.

შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის #90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება უცნობ პირებსა და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის,  გიგი წერეთლის მხარდამჭერებს შორის მოხდა, რა დროსაც რამდენიმე მედიასაშუალების კუთვნილი აპარატურა დაზიანდა.

მომხდარს ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტია "ქართული ოცნება" მედიის მიმართ ყოველგვარ ძალადობას გმობს. 

Print