ახალი ამბები
ქუთაისის მერი - 9 აპრილი 26 წლის შემდეგაც გვაბრუნებს წარსულთან
FaceBook
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელბთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვნით შეამკეს. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ქუთიასში 12 მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ანდრიამ გადაიხადა.
ასევე, მოეწყო 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.
,,დღეს მნიშვნოლოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. 9 აპრილი 26 წლის შემდეგაც გვაბრუნებს წარსულთან და გვახსენებს თუ რა გააკეთეს ჩვენმა თანამემამულეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ეს დღე სევდიანია და პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებას" - განმარტა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ
1989 წლის 9 აპრილს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ადამიანი კი, გაზით მოიწამლა.
Print