ახალი ამბები
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 814 276 -მა ამომრჩეველმა მიიღო
FaceBook
ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 814 276-მა პირმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 51,63%-ია.

ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,  საოლქო საარჩევნო კომისიებში 110 საჩივარია შესული. მათი უმრავლესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება.  საჩივრების ავტორები ძირითად შემთხვევაში კომისიების წევრთა დისციპლინარულ  პასუხისმგებლობას ითხოვენ.

უწყება არჩევნების პირველად შედეგებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც ყველა უბნის მონაცემები საოლქო კომისიებს გადაეცემა.
Print