ახალი ამბები
ქუთაისის #51-ე საარჩევნო უბანზე ერთი ცალი დაკარგული ბიულეტენი იპოვეს
FaceBook
ქუთაისის #51-ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ერთი დაკარგული ბიულეტენი იპოვეს.
როგორც, სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის" წარმომადგენელი, გვანცა თოთაძე ამბობს, ის ბიულეტინის ყრდასთან ერთად გადაიკეცა.

"თაობათა დიალოგის" წარმომადგენლების განმარტებით, ამავე საარჩევნო უბანში დამვირვებლების მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა, რის გამოც მათ კომისიის თავმჯდომარისგან შენიშვნა მიიღეს. თუმცა, ამ ფაქტზე საჩივარი არ დაწერილა.

"ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა, რომ ამ უბანზე დამკვირვებლები ძალიან აქტიურობენ, რის გამოც მათ კომისიის თავმჯდომარისგან შენიშვნა მიიღეს. რაც შეეხება ბიულეტენს, რომელიც დაკარგული გვეგონა იპოვეს. ამაზე საჩივარი არ დაწერილა, ჩანაწერთა წიგნში შეიტანეს", - განმარტავს ამავე უბანში "სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის" დამკვირვებელი.








Print