ახალი ამბები
ბაღდათში არჩევნებში მონაწილეობა 10 984 ამომრჩეველმა მიიღო
FaceBook
ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისია 15 საათის მდგომარეობით ამორჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემებს ავრცელებს.

კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის 37-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 10 984 მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 38,87% შეადგენს.

ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 28 261 შეადგენს. აღნიშნულ ოლქში ბაღდათის 30 და ზესტაფონის 7 უბანი შედის.

ბაღდათი-ხარაგაულის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოქში კი სულ 48 165 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


რეზი ბურჯანაძე
Print