ახალი ამბები
ქუთაისის ციხეში ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება მიეცათ
FaceBook
ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მედიის წარმომადგენლებს არჩევნების მიმდინარეობაზე დაკვირვების საშუალება მიეცათ.

პრობლემა, რომელიც ჟურნალისტებს ციხის ადმინისტრაციამ შეუმქნა, მას შემდეგ მოგვარდა, რაც საქმეში სახალხო დამცველისა და სიას წარმომადგენლები ჩაერიენ.
"ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტები დღეს დილით ქუთაისის N2 ციხეში არსებულ სპეციალურ უბანზე იმ მოტივით არ დაუშვეს, რომ ცესკოს მიერ გაცემულ აკრედიტაციაში ეჭვი შეიტანეს.

ცესკომ ციხის ადმინისტრაციას აკრედიტაციის მოწმობის ნამდვილობა დაუდასტურა.

ქუთაისის N 2 სასჯელაღსრიულების დეპარტამენტში სპეციალურ საარჩევნო უბანზე 429 პატიმრი და ადმინსიტრაციის თანამშრომელია რეგისტრირებული, მათ გარდა რეგისტრირებულია საარჩევნო კომისიის 11 წევრი.

არჩევნები უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
Print