ახალი ამბები
ქუთაისის # 39-ე უბანზე დევნილმა მამაკაცმა ხმის მიცემა ვერ შეძლო
FaceBook
ქუთაისის # 39-ე საარჩევნო უბანზე დევნილმა  ბესიკ ჭიჭინაძემ ხმის მიცემა ვერ შეძლო.

იგი   ვერც უბნის და ვერც საერთო სიაში ვერ მოიძებნა.  საუბნო კომისიის  თავმჯდომარის თეა სიმსივეს თქმით, დევნილის იდენტიფიცირება  რეგისტრაციის მისამართის მიხედვით ვერ მოხერხდა, რის გამოც ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას   ვერ შეძლებს. ბესიკ ჭიჭინაძემ მონაცემები იუსტიციის სამინისტროში უნდა გადაამოწმოს. 

ამომრჩეველი "უქიმერიონის" ტერიტორიული ერთეულის მცხოვრებია. 

#39-ე უბანზე 1425 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print