ახალი ამბები
ბაღდათში არჩევნებში მონაწილეობა 6 209 ამომრჩეველმა მიიღო
FaceBook
ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამორჩეველთა აქტივობის 12 საათიან მონაცემებს ავრცელებენ.

კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის 37-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 6 209 მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 21,97% შეადგენს.

ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 28 261 შეადგენს. აღნიშნულ ოლქში ბაღდათის 30  და ზესტაფონის 7 უბანი შედის.

ბაღდათი-ხარაგაულის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოქში კი სულ 48 165 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


რეზი ბურჯანაძე

Print