ახალი ამბები
ბაღდათში არჩევნებში მონაწილეობა 2000–მა ამომრჩეველმა მიიღო
FaceBook
ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამორჩეველთა აქტივობის 10 საათიან მონაცემებს ავრცელებენ.

კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის 26 უბნის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 2000–მა ამომრჩეველმა მიიღო.

ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 28 261 შეადგენს. აღნიშნულ ოლქში ბაღდათის 30 და ზესტაფონის 7 უბანი შედის.

ბაღდათი-ხარაგაულის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოქში კი სულ 48 165 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


რეზი ბურჯანაძე




Print