ახალი ამბები
საია – ციხეში ჟურნალსიტების არდაშვების გამო, შესაძლებელია, საარჩევნო ოლქი დაჯარიმდეს
FaceBook
"საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების არდაშვების უფლება არ ქონდათ"

ასეთ განცხადებას აკეთებენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში ჟურნალისტების ციხის საარჩევნო უბანში არდაშვების ფაქტზე.

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტები არ დაუშვეს.

ციხის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჟურნალისტებზე გაცემულ აკრედიტაციაში ეჭვი შეიტანეს და განუცხადეს, რომ მათი აკრედიტაციის არაავთენტურობის გამო უბანზე ვერ დაუშვებენ.

"აუცილებლად უნდა დაეშვათ მედიის წარმომადგენლები. ციხის საარჩევნო უბანი ჩვეულებრივი უბანია და ცესკოში აკრედიტირებული ჟურნალისტები უნდა დაეშვათ. უბანზე არდაშვების ფაქტის გამო ოლქზე საჩივარი დაიწერება და საარჩევნო ოლქს, შესაძლებელია, ჯარიმა დაეკისრება," - აღნიშნავს საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი.




Print