ახალი ამბები
10 საათის მონაცემებით ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 7,6% შეადგენს
FaceBook
ქუთაისი #59 საოლქო საარჩვენო კომისიაში ამორჩეველთა აქტივობის 10 საათიან მონაცემებს ავრცელებეს.

კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩვენებში მონაწწილეობა 12 287 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 7,6 % შეადგენს.

ოსეფაიშვილის განმარტებით, 2012 წლის არჩევნებთან შედარებით აქტივობა დაბალია. 2012 წლის 3 ოქტომბრის არჩვენებზე 10 საათისთვის ამორჩეველთა აქტივობა 10% შეადგენდა.

"თუ შევადარებთ 2013 და 2014 წლებს, მასთან შედარებით აქტივობა მაღალია," – აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის სალოქო საარჩევნო კომისიაში 2 საჩივარია შემოსული, რომლებიც ამომრჩველის საკონტროლო ფურცელს შეეხება.

"ერთი საჩივარი საკონტროლო ფურცელში პირველი ამომრჩევლის მონაცმების შეტანას შეეხება, მდივანს დაავიწყდა მისი მონაცემების შეტანა და ისე ჩაუშვა ყუთში. მეორეც ანალოგიურია, სადაც საკონტროლო ფურცელში შეიტანეს დამკვირვებლის მონაცემები, რომელიც ამომრჩეველი ეგონათ. რამდენიმე შემთხვევაა, რომელიც პრობლემებს გვიქმნის, #115 უბანზე გაითიშა შუქი, ბრიგადა მუშაობდა შუქის მიწოდების აღდგენისთვის და ეს პრობელმა ამ დროისთვის მოხსნილია. #27–ე უბანზე ფიქსირდება კენჭისყრის დაწყება 7 წუთის დაგვიანებით, რაც დამკვირვებლების დიდი რაოდნეობითაა გამოწვეული,"– აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნა.



Print