ახალი ამბები
ქუთაისის მერი - მოვიხადე მოქალაქეობრივი ვალი
FaceBook
ქუთაისის მერმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი დილის 09:00 საათზე #48-ე უბანზე დააფიქსირა.

შოთა მურღულიას განცხადებით, მხარს ქვეყნის სწრაფ განვითარებას უჭერს.

"მოვიხადე მოქალაქეობრივი ვალი და მოვედი არჩევნებზე, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და განსაზღვროს მომავალი. ხმა მივეცი ქვეყნის სწრაფ განვითარებას. იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩაივლის ეს არჩევნები, იქნება მაღალი აქტივობა და დემოკრატიის მხრივ ყველაზე გამორჩეული არჩევნები"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და სამივე მაჟორიტარულ ოლქში 129 საარჩევნო უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნა.

Print