ახალი ამბები
ქუთაისის #28-ე საარჩევნო უბანმა ზედმეტი სარეგისტრაციო ბეჭედი მიიღო
FaceBook
ქუთაისის #28-ე საარჩევნო უბანზე ერთით მეტი სარეგეტრაციო ბეჭედი მიიღეს.


როგორც საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ელეგუჯა სულაქველიძე განმარტავს, ზედმეტი ბეჭედი ამ დროისთვის დალუქულია და მას საღამოს #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაუბრუნებენ.

"სულ გვჭირდებოდა ოთხი სარეგისტრაციო ბეჭედი და ერთით მეტი მოგვივიდა. დავლლუქეთ და საღამოს ოლქს ჩავაბარებთ. სხვა მეტი არანაირი ხარვეზი არ არის. ამომრჩევლები დილიდანვე აქტიურად მოდიან", - ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

ქუთაისის #28-ე საარჩევნო უბანზე 1 294 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და სამივე მაჟორიტარულ ოლქში 129 საარჩევნო უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნა.

Print