ახალი ამბები
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურები მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქის ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცედურები მიმდინარეობს.

ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დილის 7 საათზე ქუთაისში არსებული ყველა საარჩვენო უბანი გაიხსნა და მათ ფინქციონირებასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები ჩატარდა.

"იყო შეფერხებები დამკვირვებლებთან დაკავშირებით, გაუგებრობა გამოიწვია შავ–თეთრი ფოტოსურათით დამზადებულმა სამკერდე ნიშნებმა, მაგრამ მათ მიეცათ გაფრთხილება და ამით აღმოიფხვრა გაუგებრობა," – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ცნობით, პირველი ამორჩევლები ხმის მიცემის პროცედურებს უკვე გადიან, მათ შორის პენიტენციალურ დაწესებულებაშიც.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და სამივე მაჟორიტარულ ოლქში 129 საარჩევნო უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნა.


Print