ახალი ამბები
ქუთაისში დაკარგულ ქალს ეძებენ
FaceBook
აფხაზეთიდან დევნილ რუსუდან ჯეჯეიას ოჯახი მესამე დღეა ეძებს.

იგი ოთხშაბათს საღამოს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

"საღამოს გავიდა სახლიდან და მის შემდეგ არ გამოჩენილა. ვერსად მიაგნეს, ტელეფონი გათიშული აქვს", - ამბობენ რუსუდან ჯეჯეიას ახლობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინება პოლიციაში ორი დღის წინ შევიდა. უწყების ცნობით, დაკარგულის საპოვნელად შესაბამის ზომებს მიმართავენ.

ჯეჯიების ცამეტსულიანი ოჯახი ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში ცხოვრობს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან.

Print