ახალი ამბები
ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში ხანძარია
FaceBook
ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში, სულხან–საბას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია.

თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.

"მთელი დღე გაზის შიშინის ხმა ისმოდა. თუმცა, აფეთქების ხმა არ გაგვიგია," – ამბობენ ადგილობრივები.

ბინაში ცოლ–ქმარი და მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობს. ადგილზე მყოფი სამართალდამცავების ცნობით, ოჯახის არც ერთი წევრი ამ დროისთვის სახლში არ იმყოფება.

სულხან–საბას #47–ში ხანძარი დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პერსსამსახურში განმარტავენ, ხანძარი ლოკალიზებულია. travelwithgirls.com

"ხუთი ბრიგადა მანქანა მუშაობდა ხანძრის ჩაქრობაზე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მუშაობს", - განმარტავენ უწყებაში.



Print