ახალი ამბები
შსს–მ ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით გერმანიის მოქალაქე დააკავა
FaceBook
ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული 1971 წელს დაბადებული, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეა.

მისი პირადი ჩხრეკისას, 238 აბი "სუბუტექსი" ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს შეიცავს.

შსს ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).


Print