ახალი ამბები
ნობელის მშვიდობის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტს გადაეცა
FaceBook
ალფრედ ნობელის 2016 წლის მშვიდობის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტს ხუან მანუელ სანტოსს გადაეცა.

ნობელის კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადებით, მას ჯილდო განსაკუთრებული ღვაწლისთვის მიენიჭა.

პრეზიდენტ სანტოსის ძალისხმევით დასრულდა კოლუმბიაში მიმდინარე 50 წლიანი სამოქალაქო ომი, რომელსაც 200 000 ადგილობრივის სიცოცხლე შეეწირა და 6 მლნ ადამიანი კი დევნილად იქცა.

ხუან მანუელ სანტოსი 2010 წლიდან ამ დრომდე კოლუმბიის პრეზიდენტია. მანამდე მას ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეჭირა.

2015 წელს ნობელის მშვიდობის პრიზი "ნაციონალური დიალოგის კვარტეტს" გადაეცა. ის ადამიანის უფლებების დამცველი ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან შედგებოდა. მათ, 2011 წელს ტუნისში მომხდარი "ჟასმინის რევოლუციის" დროს, ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასა და მშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ალფრედ ნობელის კომიტეტმა 1901–2015 წლებში მშვიდობის პრემია 96 ლაურეატს გადასცა. აქედან, 16 მათგანი ქალია. სამი ლაურეატი გერმანელი ჟურნალისტი კარლ ვონ ოსიეცკი, ბირმელი პოლიტიკოსი ონგ სან სუუ ქეი და ჩინელი ადამიანის უფლებათა აქტივისტი ლუი ხაიაბო, ჯილდოს გადაცემის მომენტში პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

ალფრედ ნობელის პრემიის კომიტეტმა ქიმიის დარგში 2016 წლის პრემია სტრასბურგის უნივერსიტეტის პრიფესორ ჟან-პიერ სავაჟს, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორ ბერნარდ ფერინგამს და გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორ, ფრეზერ სტოდარტს გადასცა.

ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში წლევანდელი პრემიის მფლობელად, იაპონელი იოშინორი ოსუმი დასახელდა.


Print