ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტმა სტუდენტური წვეულებისთვის 11 000 ლარი დახარჯა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიმდინარე წლის ტრადიციული ღონისძიება 11 000 ლარზე მეტი დაუჯდა.


უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული წვეულება "Welcome Party" 2016 წლის 26 სექტემბერს მოეწყო. მასზე 1000-მდე სტუდენტი იყო მიწვეული.

სტუდენტური თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  ყველაზე დიდი თანხა დარბაზის იჯარისთვის გადაიხადეს.

რესტორან "ქალაქურში" სტუდენტური წვეულების მოწყობა 4 200 ლარი დაჯდა.

ღონისძიების მუსიკალური ნაწილისთვის 3 300 ლარი დაიხარჯა. თანხა დიჯეი პაპასკირს, ჯგუფებს "ზეგ" და "მუზეუმს" გადაეცათ.

თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ღონისძიების საზეიმო ტორტსა და აპარატურას 2 900 მოხმარდა.

ყველაზე მცირე თანხა სრუდენტური წვეულების ფოტო-ვიდეო გადაღებაზე დაიხარჯა. "Welcome Party"-ის ფოტოგადაღება უნივერსიტეტს 750 ლარი დაუჯდა, ხოლო ვიდეომომსახურება 300 ლარი.

სტუდენტური ღონისძიებისთვის თვითმმართველობამ ფეიერვერკიც შეიძინა, თუმცა, ოკრიბელაშვილის განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრაციამ მისი გაშვების უფლება არ მისცა.


Print