ახალი ამბები
6 და 7 ოქტომბერს კინო "საქართველოში" ფილმების ჩვენება უფასო იქნება
FaceBook
ქუთაისში ე.წ კინო "საქართველო"-ში ფილმების საცდელი ჩვენება გაიმართა.

4 კონოდარბაზში მიმდინარე წლის 6 და 7 ოქტომბერს ფილმების ნახვას მაყურებლები უფასოდ შეძლებენ.

კინოთეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექვსი კინოდარბაზი უკვე გაიხსნა, ერთი კი მოგვიანებით დაემატება.

"ამ დროისთვის გვაქვს ორი 3D დარბაზი, თითოეული 130 კაცზეა გათვლილი, ორი 60 მაყურებელზეა გათვლილი. ასევე, გვაქვს 2 VIP დარბაზი. კინოდარბაზები სულ 430 მაყურებელს დაიტევს. მომვალაში კი 9DX დარბაზიც გაიხსნება,"- განაცხადა კინო "საქართველოს" ხელმძღვანელმა, კახაბერ ჭუმბურიძემ.

საცდელი ფილმის ჩვენებას ქუთაისის მერი და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

"ბევრჯერ გახსნილა ეს კინო ადრე, მაშინ, როცა სკამიც არ იყო. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტექნოლოგიები არც ერთ კინოთეატრში არ არის. უმაღლეს დონეზე შესრულებული სამუშაოა," - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

კინო "საქართველოში" ირწმუნებიან, რომ შენობა შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებულია და უახლოეს მომავალში კვების ბლოკიც გაიხსნება.

კინოდარბაზები სრულად ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ნოემბრისთვის დაიწყებენ და მაყურებელს უახლეს ფილმებთან ერთად, ქართულ ფილმოგრაფიასაც შესთავაზებენ.



Print