ახალი ამბები
ქუთაისში კინოთეატრში "საქართველო" კინოდარბაზები იხნება
FaceBook
ქუთაისში კინოთეატრში  "საქართველო" ექვსი კინოდარბაზი იხსნება.

მიმდინარე წლის 6 და 7 ოქტომბერს მაყურებლებისთვის ფილმების ჩვენება უფასოდ გაიმართება.

კინოთეტრის ადმინისტრაციაში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ ფილმების ჩვენება სატესტო რეჟიმში მოხდება.

"ამ ეტაპზე ვაჩვენებთ ფილმებს, რომ გავიგოთ სად რა ხარვეზია და რა უნდა გამოვასწოროთ," - აცხადებენ კინოთეატრის ადმინისტრაციაში.

ქუთაისში კინო "საქართველოს" შენობაში, 8 წლიანი შენებლობის შემდეგ, კონოდარბაზი დღეს გაიხსნა.

მრავალფუნქციურ შენობაში 6 დარბაზია, აქედან ორი მათგანი 67-67 ადგილიანია, ორი 130-130 ადგილიანი ( 3DX და 4DX კინოდარბაზები), ხოლო ორი VIP დარბაზი 10-15 მაყურებელზეა გათვლილი.
Print