ახალი ამბები
საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
FaceBook
საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

გუნდს ჭიათურელი მიხეილ კიპაროიძე უხელმძღვანელებს. მან მიმდინარე წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების პროგრამის კურსი გაიარა და A ლიცენზიის მფლობელი გახდა.

საფეხბურთო კლუბი "ჭიათურა" პირველი ლიგის "წითელ ჯგუფში" ასპარეზობს და მეშვიდე ადგილზეა.

2016 წლის 16 სექტემბერს ბორჯომის "ბორჯომთან" შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის თანახმად, გუნდი 2500 ლარით დაჯარიმდა, ხოლო მეოთხე ადგილზე გასასვლელად სამი ქულა დააკლდა.

საფეხბურთო კლუბს სანქციები შეცვლაზე იმ ფეხბურთელის შესვლის გამო დაეკისრა, რომელიც მატჩის ოქმში სათადარიგოებს შორის შეყვანილი არ იყო.


Print