ახალი ამბები
წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო
FaceBook
წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

როგორც დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, პირველ ეტაპზე 2 რვასართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.

"2 კორპუსი გაისად, აგვისტო–სექტემბერში ჩაბარდება. დანარჩენები პარალელურად აშენდება. ყველა ის დევნილი, რომელიც ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს წყალტუბოში მიიღებს ბინას. მაქსიმუმ ორ წელიწადში მთლიანად მორჩება წყალტუბოს თემა",– განაცხადეა დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, რომელმაც მშენებლობის ადგილი ინახულა.

იგი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის განცხადებით, კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდგომ, წყალტუბოში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრება.

წყალტუბოში, დაახლოებით, 5 ათასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

"საცხოვრებელი ფართის გარდა, აქ მოეწყობა სხვა ინფრასტრუქტურა, მაღაზიები, მომსახურების ცენტრები და ასე ვთქვათ, ცხოვრების დონის გაუმჯობესება მოხდება", – აღნიშნა შეხვედრაზე მყოფმა იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ორნამენტი" ახორციელებს.

Print