ახალი ამბები
საჩხერეში პოლიციის შენობა გადაცხრილეს
FaceBook
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჩხერეში პოლიციის უფროსმა, პოლიციის შენობა გადაცხრილა.
აღნიშნულ ინფორაციას, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე არ უარყოფს, თუმცა ამჟამად დეტალებს ვერ აზუსტებს.
"გუშინ გვიან ღამით პოლიციის შენობის შიგნით მოხდა გასროლა. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, არც გასროლის მიზეზებზე შემიძლია რაიმე ვთქვა, თუმცა დეტალებზე ვმუშაობთ," - ამბობს მალხაზ ბაზაძე.
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, "ქუთაისიპოსტი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ფაქტის დაზუსტება მიმდინარეობს.


Print