ახალი ამბები
ნობელის პრემია ქიმიის დარგში სამმა მეცნიერმა მოლეკულური მანქანების შექმნისთვის მიიღო
FaceBook
ალფრედ ნობელის პრემიის კომიტეტმა ქიმიის დარგში 2016 წლის ლაურეატები გამოაცხადა.

სტრასბურგის უნივერსიტეტის პრიფესორი ჟან-პიერ სავაჟი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი ბერნარდ ფერინგამი და გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრეზერ სტოდარტი მიმიდნარე წლის ქიმიის დაგრის ნობელიანტები არიან.

მანქანები, რომლებიც მეცნიერებმა შექმნეს, თმის ღერზე ათასჯერ მცირეა. მკვლევარებს მოლეკულების გაერთიანება შეუძლიათ, რაც მანქანის ძრავიდან დაწყებული უმცირესი ნაწილებით დასრულებული ყველა დეტალის პროექტირების შესაძლებლობას იძლევა.

1901 წლიდან ქიმიის დარგში ნობელის პრემია 108 მეცნიერს გადაეცა. აქედან, 4 ქალია.

ნობელის კომიტეტმა, ასევე ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში პრემიის მფლობელი, იაპონელი იოშინორი ოსუმი დაასახელა.


Print