ახალი ამბები
ქუთაისში "ინტენსიური განათლების ცენტრი" ამოქმედდა
FaceBook
ქუთაისში "ინტენსიური განათლების ცენტრი" ამოქმედდა, სადაც ნებისმიერ მსურველს დამატებითი განათლების მიღებას სთავზობენ.

ცენტრში გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება არა მხოლოდ პედაგოგებსა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, არამედ სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებსაც ექნებათ.

"შეგვიძლია 150–მდე ნებისმიერ მსურველი მივიღოთ და მათ, თავიანთი პროფესიის მიხედვით, საშუალება ექნებათ დამატებითი განათლება მიიღონ," – აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელი, ზაზა ლეკვეიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციაში 15 პედაგოგი შტატით მუშაობს. ამასთანავე, ცენტრთან ხელშეკრულებით მოწვეული პროფესორ–მასწავლებლებიც თანამშრომლობენ.

"ინტენსიური განათლების ცენტრის" პრეზენტაციას ქუთაისის მერი დაესწრო. შოთა მურღულიას განცხადებით, მსგავსი ორგანიზაციების გახსნა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ზოგიერთ პოზიციაზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი არსებობს.







Print