ახალი ამბები
ბაღდათის გამგებელი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე დაკავებულ პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტა. გეგეშიძე ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება, რომლის დასრულების შემდეგ, ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება.

"სასამართლო სხდომაზეც განვაცხადე, რომ უნდა გადავდგე თანამდებობიდან. ძალიან მძიმე მუხლები და ბრალდება მაქვს წაყენებული და ეს ერთ თვეში და ორ თვეში არ დამთავრება. ვფიქრობ, სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდება და ამ პერიოდში ვერ შეძლებ ადამიანი. უბრალოდ, მორალურად სხვას უბრძანო, უხელმძღვნელო, მოთხოვო, რაღაც ჩრდილის ქვეშ ხარ მაინც", - ამბობს ირაკლი გეგეშიძე.

ბაღდათის გამგებლი მიმდინარე წლის 8 სექტემბერს სასამართლო დარბაზიდან, 230 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატმრობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ჯერ ბიულეტინზე, შემდეგ კი 2016 წლის 4 ნოემბრამდე შვებულებაში გავიდა.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" თანახმად, გეგეშიძემ პოსტის დატოვების შესახებ განცხადებით ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს უნდა მიმართოს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ მაჩიტაძის ინფორმაციით, საკრებულოში ამ ეტაპზე არ ფიქსირდება გეგეშიძის განცხადება პოსტის დატოვების შესახებ.

ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის პოსტი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ერგო. ის 2014 წლამდე საჯარო სტრუქტურაში არ მუშაობდა, მხოლოდ ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.

ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავეს. დაკავებულ გამგებელს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.



ამავე თემაზე:

ბაღდათი-საკრაულას გზა ციხისკენ (ვიდეო)

ბაღდათში ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა

ბაღდათის გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს

ბაღდათის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე აღიდგინა


ბაღდათის ყოფილი გამგებელი 230 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა






Print