ახალი ამბები
ერთიან საარჩევნო სიაში 49 714 ემიგრანტია რეგისტრირებული
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ერთიან საარჩევნო სიაში ოფიციალურად 49 714 ემიგრანტია რეგისტრირებული.

"საუბარია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ემიგრანტებზე, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს,"- აცხადებენ ცესკოში.

საარჩვენო ადმინისტრციის სპიკერი, ანა მიქელაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მსოფლიოს 41 ქვეყანაში სულ 56 საარჩევნო უბანია შექმნილი.

მისივე ინფორმაციით, დამატებით, ორი საარჩევნო უბანი ავღანეთში გაიხსნება.

საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ლინკზე.


Print